მედიასკოლა

 

მედიასკოლა ერთ-ერთი მიმართულებაა ა(ა)იპ მედიააკადემიისა, რომელიც 2018 წლის აგვისტოში დააარსა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ. მედიასკოლა 2019 წლიდან მოქმედებს და მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი კურსებით, სემინარებითა და უორკშოპებით უზრუნველყოფს მოქმედი ჟურნალისტების პროფესიულ გადამზადებას, ჟურნალისტიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.

 

თავისი არსებობის პირველი წლის განმავლობაში მედიასკოლის ბაზაზე ჩატარდა სხვადასხვა სახის ტრენინგები, რომლებშიც მინაწილეობა მიიღო თბილისისა და საქართველოს რეგიონების ტელე-, რადიო- და ონლაინმედიის 120-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ისინი გაეცნენ თანამედროვე მედიაში არსებულ ტენდენციებს, აითვისეს ახალი უნარ-ჩვევები.

 

 

გარდა ამისა, სკოლაში მოქმედებს საჯარო ლექციების ფორმატი პროფესიონალთათვის, სადაც გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები და ცალკეული სფეროების ცნობილი სპეციალისტები მედიის პროფესიონალებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ..