ყვითელი ვერსია

სასწავლო პროგრამები

  • უკან დაბრუნება
  • „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“
    ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს და მოქმედ ჟურნალისტებს კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემია 5-6 მაისს გიწვევთ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის ტრენინგზე სახელწოდებით „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ თანამედროვე მედიის ეპოქაში კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ამბის დრამატურგია და თხრობის თანმიმდევრობის განსაზღვრა. როგორ ვაქციოთ ამბავი ისტორიად? როგორ მოვახდინოთ ამბის სხვადასხვა რაკურსით გაშლა და მისი კრიტიკული ანალიზი? მოვლენები, რომლებიც არ ჩანს, მაგრამ რომელთა გარეშეც არ იქმნება სრული სურათი − ამ თემებს განიხილავენ ბასა ჯანიკაშვილთან ერთად მონაწილეები ორი დღის განმავლობაში. ტრენინგი უფასოა და ითვალისწინებს კოვიდ ტესტირებას და კვებას. მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. თუ გსურს მონაწილეობა, გამოაგზავნე CV და მაქსიმუმ 100 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: contact@mediaacademy.ge. განაცხადები მიიღება 3 მაისის ჩათვლით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია. მედიააკადემია მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება. ტრენინგი გაიმართება 2022 წლის 5-6 მაისს მედიააკადემიის ოფისში (ქეთევან წამებულის გამზ. / ბოჭორმის ქ. 50/18), 10-დან 18 საათამდე.

  • 0
  • 1242
0 Comments