ყვითელი ვერსია

სასწავლო პროგრამები

  • უკან დაბრუნება
  • დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის ხერხები
    მედიააკადემია ჟურნალისტებს და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს გიწვევთ ტრენინგზე „დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის ხერხები“, რომელსაც ფსიქოლოგი რუსუდან გორგილაძე გაუძღვება. სემინარის მიზანია ტყუილის ფენომენისა და მისი ფორმების, აგრეთვე, ინფორმაციის და დეზინფორმაციის გავრცელების ისტორიისა და ამ მოვლენის ფსიქოლოგიური საფუძვლების და მათი განსხვავებული ფორმების განხილვა. ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების საშუალებით პროპაგანდისათვის დეზინფორმაციის გამოყენების მაგალითების გარჩევა და მათთან გამკლავების საშუალებების ძიება. რუსუდან გორგილაძე განათლებით ფსიქოლოგია. ის იყო ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი და ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი. მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად. თუ გსურს მონაწილეობა, გამოაგზავნე CV და საკონტაქტო მონაცემები 23 ნოემბრის ჩათვლით ელფოსტაზე: contact@mediaacademy.ge. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და მედიააკადემია მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება. ტრენინგი გაიმართება 2022 წლის 25-26 ნოემბერს, მედიააკადემიის ოფისში (ქეთევან წამებულის გამზ. / ბოჭორმის ქ. 50/18), 10-დან 18 საათამდე. ტრენინგი უფასოა და ითვალისწინებს კვებას. მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

  • 0
  • 1152
0 Comments