ყვითელი ვერსია

სასწავლო პროგრამები

  • უკან დაბრუნება
  • ფოტოგრაფიის მოკლე კურსი ჟურნალისტებისთვის
    კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემია ფოტოჟურნალისტიკით დაინტერესებულ მედიის წარმომადგენლებს გთავაზობთ ორდღიან უორკშოპს. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ფოტოკამერის მუშაობის პრინციპებს, როგორც თეორიულად, ისე კონკრეტული მოდელების მაგალითზე. ტრენინგის ფარგლებში შეისწავლით მობილურ ფოტოგრაფიას, ახალი ამბების გადაღებასა და ფოტორეპორტაჟს. ყოველი საკითხის განხილვისას მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეძენილი თეორიული ცოდნა პრაქტიკული სავარჯიშოებით, ფოტოტექნიკის გამოყენებით გაიმყარონ. უორკშოპს გაუძღვება დავით მძინარიშვილი, რომელიც 18 წლის განმავლობაში სააგენტო Reuters-ის ფოტოჟურნალისტი იყო. უორკშოპი გაიმართება 2020 წლის 27-28 თებერვალს მედიააკადემიის ოფისში (ქეთევან წამებულის გამზ. / ბოჭორმის ქ. 50/18), 10-დან 18 საათამდე. განაცხადები მიიღება 25 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია. უორკშოპის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. ტრენინგი უფასოა და ითვალისწინებს კვებას. მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა გამოგზავნონ მედიააკადემიაში, მედიასკოლის ხელმძღვანელის, გიორგი ფუტკარაძის სახელზე (ელფოსტა: gputkaradze@mediaacademy.ge) შენიშვნა: სასურველია, კურსის მონაწილეებმა იქონიონ თავიანთი ფოტოკამერები.

  • 0
  • 2094
0 Comments