ყვითელი ვერსია

სასწავლო პროგრამები

  • უკან დაბრუნება
  • რა არის ევროპა
    ტრენინგი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და მოქმედი ჟურნალისტებისთვის. 🖋 კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემია 2 და 3 ივნისს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს და მოქმედ ჟურნალისტებს რუსუდან გორგილაძის ტრენინგზე გიწვევთ. ორი დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები ტრენერთან ერთად ევროპაზე ისაუბრებენ. რა არის ევროპა, როგორ შეიქმნა ევროპის კავშირი და რა ეტაპები გაიარა გაფართოების პროცესში; ევროპის კავშირის ინსტიტუციები და კულტურული მრავალფეროვნება; ჩვენი ადგილი ევროპაში და მომავლის ხედვები - ამ თემებზე ინტერაქტიულ რეჟიმში იმსჯელებენ რუსუდან გორგილაძე და სემინარის მონაწილეები. რუსუდან გორგილაძე განათლებით ფსიქოლოგია. ის იყო ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი და ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი. ასევე მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად. ასევე იყო ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის სახელმწიფო დელეგაციის წევრი. მონაწილეობდა ქართულ/ოსურ მოლაპარაკებებში როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო დელეგაციების შემადგენლობაში. იყო საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე. ტრენინგი უფასოა და ითვალისწინებს კოვიდ ტესტირებას და კვებას. მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. 📩 თუ გსურს მონაწილეობა, გამოაგზავნე CV და მაქსიმუმ 100-სიტყვიანი სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: contact@mediaacademy.ge. განაცხადები მიიღება 1 ივნისის ჩათვლით. 🔹 მედიააკადემიის ფეისბუქ გვერდი: "მედია აკადემია / Media Academy" -www.facebook.com/mediaacademycomcom გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია. მედიააკადემია მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება. 📍 ტრენინგი გაიმართება 2022 წლის 2-3 ივნისს მედიააკადემიის ოფისში (ქეთევან წამებულის გამზ. / ბოჭორმის ქ. 50/18), 10-დან 18 საათამდე.

  • 0
  • 1339
0 Comments