ყვითელი ვერსია

სასწავლო პროგრამები

  • უკან დაბრუნება
  • როგორ მოვყვეთ სატელევიზიო ამბავი საინტერესოდ
    მედიააკადემია 15 აპრილს გთავაზობთ ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის - მარიკა ბაკურაძის ტრენინგს სახელწოდებით: "როგორ მოვყვეთ სატელევიზიო ამბავი საინტერესოდ?" ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან მოქმედ ჟურნალისტებს, ვისაც გსურთ გაიღრმავოთ ცოდნა, დახვეწოთ სატელევიზიო ამბის თხრობის ტექნიკა და მოისმინოთ რჩევები როგორ მზადდება კარგი რეპორტაჟი, მედიააკადემია გაძლევთ შანსს. ტრენინგი პრაქტიკულ სამუშაოს ეფუძნება, სადაც შერჩეული მსმენელები, ავტორთან ერთად, განიხილავენ კონკრეტულ მაგალითებს, მიიღებენ რჩევებს, რას უნდა მიაქციოს ავტორმა ყურადღება რეპორტაჟის მომზადებისას და მის ეთერში გასვლამდე, როგორ უნდა ააგოთ წამყვანის ტექსტი ან ავტორის სტუდიური შესავალი, როგორ ხდება ამბის აუდიტორიამდე მიტანა და ასე შემდეგ. მედიააკადემიის ტრენინგი უფასოა. მონაწილეობა შეუძლიათ ჟურნალისტიკის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან მოქმედ ჟურნალისტებს. გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი და ტელეფონი ) და 100 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი, რატომ გინდათ ამ ტრენინგში მონაწილეობა, მედიააკადემიის მეილზე: contact@mediaacademy.ge. აპლიკაციების მიღება 10 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, აკადემია მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.

  • 0
  • 2346
0 Comments