კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემია მოქმედ ჟურნალისტებს და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს 23-24 სექტემბერს უსაფრთხოების მოკლე კურსზე გეპატიჟებათ.
ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს მიტინგებისა და დემონსტრაციების უსაფრთხოდ გაშუქება შეასწავლოს. სწავლება არამხოლოდ თეორიულ, პრაქტიკულ სამუშაოებსაც მოიცავს.
გამოცდილი ტრენერები დაგეხმარებიან გაანალიზოთ შეცდომები, რასაც ყველაზე ხშირად უშვებენ მედიის წარმომადგენლები საფრთხეების შეფასებისას; გაიგებთ, როგორ უნდა იმუშაოთ უცხო გარემოში უსაფრთხოდ და რა უნდა გაითვალისწინოთ მივლინებაში თუ მგზავრობისას.
მონაწილეები გაეცნობიან სავალდებულო ტექნიკურ აღჭურვილობას და არაერთ სხვა საჭირო დეტალს, რომელიც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
უორკშოპს გაუძღვება ფოტოჟურნალისტი დავით მძინარიშვილი .
ტრენინგი უფასოა და ითვალისწინებს კვებას. მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
თუ გსურს მონაწილეობა, გამოაგზავნე CV და საკონტაქტო მონაცემები ელფოსტაზე: contact@mediaacademy.ge.
განაცხადები მიიღება 21 სექტმბრის ჩათვლით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია. მედიააკადემია მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.
ტრენინგი გაიმართება 2022 წლის 23-24 სექტემბერს მედიააკადემიის ოფისში (ქეთევან წამებულის გამზ. / ბოჭორმის ქ. 50/18), 10-დან 18 საათამდე.
სასწავლო პროგრამები
- უკან დაბრუნება
- უსაფრთხოების კურსი ჟურნალისტებისთვისკომუნიკაციების კომისიის მედიააკადემია მოქმედ ჟურნალისტებს და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს 23-24 სექტემბერს უსაფრთხოების მოკლე კურსზე გეპატიჟებათ. ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს მიტინგებისა და დემონსტრაციების უსაფრთხოდ გაშუქება შეასწავლოს. სწავლება არამხოლოდ თეორიულ, პრაქტიკულ სამუშაოებსაც მოიცავს. გამოცდილი ტრენერები დაგეხმარებიან გაანალიზოთ შეცდომები, რასაც ყველაზე ხშირად უშვებენ მედიის წარმომადგენლები საფრთხეების შეფასებისას; გაიგებთ, როგორ უნდა იმუშაოთ უცხო გარემოში უსაფრთხოდ და რა უნდა გაითვალისწინოთ მივლინებაში თუ მგზავრობისას. მონაწილეები გაეცნობიან სავალდებულო ტექნიკურ აღჭურვილობას და არაერთ სხვა საჭირო დეტალს, რომელიც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უორკშოპს გაუძღვება ფოტოჟურნალისტი დავით მძინარიშვილი . ტრენინგი უფასოა და ითვალისწინებს კვებას. მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. თუ გსურს მონაწილეობა, გამოაგზავნე CV და საკონტაქტო მონაცემები ელფოსტაზე: contact@mediaacademy.ge. განაცხადები მიიღება 21 სექტმბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია. მედიააკადემია მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება. ტრენინგი გაიმართება 2022 წლის 23-24 სექტემბერს მედიააკადემიის ოფისში (ქეთევან წამებულის გამზ. / ბოჭორმის ქ. 50/18), 10-დან 18 საათამდე.
0 Comments Sort By Top
Log in with