ყვითელი ვერსია
  • 0
  • 164

“ამბის თხრობის ტექნიკა სოცმედიაში”

03 თებერვალი 2020

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ 11 ჟურნალისტისთვის სოციალურ მედიაში ამბის თხრობის შესახებ სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა. მედიის წარმომადგენლებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მულტიმედიური პროდუქტების შექმნასა და მათი სოციალურ პლატფორმებზე განთავსების ეფექტიან ფორმებზე იმუშავეს. გამომდინარე იქიდან, რომ მედია გარემო სწრაფად ვითარდება, სოციალური მედია ყოველდღიურად იცვლება და ინერგება ტექნოლოგიური სიახლეები, აუცილებელია მედიის წარმომადგენლებმა ცვლილებებს ფეხი აუწყონ და გამოწვევებს უპასუხონ.

ტრენინგი თეორიული ნაწილის გარდა, პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა და ისეთ კონკრეტულ საკითხებზე იყო აგებული, როგორებიცაა თემების გაშუქების სტრატეგია და აუდიტორიის ანალიზი, ასევე, ამბის გადმოცემის ისეთი გზები, რომლებითაც სოციალურ მედიაში აუდიტორიის მაღალი ჩართულობა მიიღწევა. მედიის წარმომადგენლები გაეცნენ ამბის თხრობის მეთოდებს ციფრულ ეპოქაში, ურთიერთმიმართებას ტრადიციულ ჟურნალისტიკასა და ახალ - მულტიმედიურ შესაძლებლობებს შორის.

მნიშვნელოვანია, რომ მედიამ თანამედროვე გამოწვევებს უპასუხოს, რათა საზოგადოებას სწორად და ეფექტური გზებით მიაწოდოს ინფორმაცია სოციალურ მედიაში. გამოწვევებთან გასამკლავებლად საჭიროა მედიის წარმომადგენლებმა მუდიმად დამატებითი ცოდნა და გამოცდილება მიიღონ.


სწორედ მედიის კვალიფიკაციის გაზრდას და თანამედროვე გამოწვევებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა მედიააკადემიის სამდღიანი ტრენინგი, რომელსაც 11 მედიასაშუალების წარმომადგენელი ესწრებოდა.


  • 0
  • 164
0 Comments