ყვითელი ვერსია
  • 0
  • 515

„რა არის ევროპა?!“ - მედიასკოლამ ჟურნალისტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა

07 ივნისი 2022

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. „რა არის ევროპა?!“ - ამ თემაზე სემინარს რუსუდან გორგილაძე გაუძღვა. გორგილაძე წლების მანძილზე „ჰარვარდის უნივერსიტეტის“ ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა, იყო ასევე „ჰარვარდის“ კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი. ის სხვადასხვა დროს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. გორგილაძე ასევე ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის სახელმწიფო დელეგაციის წევრი და საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე იყო.
ტრენინგზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ევროპის კავშირის შექმნის ისტორიას. ტრენინგის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, თუ რა ეტაპები გაიარა ევროპის კავშირმა გაფართოების პროცესში. შეისწავლეს ევროპის კავშირის ინსტიტუციები და კულტურული მრავალფეროვნება. ასევე, ინტერაქციულ ფორმატში განიხილეს და იმსჯელეს ევროპაში საქართველოს ადგილისა და როლის, მომავალი ხედვების შესახებ.
ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მედიააკადემია აგრძელებს მუშაობას და როგორც დამწყები, ისე მოქმედი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის ახალ სასწავლო პროგრამებს, სემინარებსა და მასტერკლასებს გეგმავს.

  • 0
  • 515
0 Comments