ყვითელი ვერსია
  • 0
  • 2427

ComCom-ის მედიააკადემიამ BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერის, ნათია აბრამიას სემინარი ჩაატარა

18 დეკემბერი 2023

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით, ტელეპროდიუსერებისთვის სატელევიზიო პროდუქტის მენეჯმენტის, წარმოების ოპტიმიზირებისა და კრეატიული გუნდის მართვის სემინარი ჩატარდა. ორდღიან შეხვედრას BBC-ის ცვლილებების მართვის და ხარისხის გაუმჯობესების მენეჯერი, ნათია აბრამია გაუძღვა და მონაწილეებს საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა.

კერძოდ, სემინარის ფარგლებში, პროდიუსერები სატელევიზიო პროდუქტის წარმოების ეტაპებს პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნენ. გარდა ამისა, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც იდეის დამუშავება, ამბის ფოკუსის დახვეწა, ამოცანის სწორად დასახვა, პრეინტერვიუ და წინასწარ შეთანხმებული ჩარჩოების, სტანდარტებისა თუ გაიდლაინების ეფექტიანად გამოყენებაა.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიის წარმომადგენლებს, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს უკვე მეხუთე წელია, სრულიად უფასოდ სთავაზობს.


  • 0
  • 2427
0 Comments