ყვითელი ვერსია
  • 0
  • 1652

ComCom-ის მედიააკადემიამ ჟურნალისტები ახალი ამბების გაშუქებასა და რეპორტინგში გადაამზადა

08 აპრილი 2024

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორდღიანი სემინარი ჩატარდა. შეხვედრას ჟურნალისტი მაკა ანთიძე გაუძღვა, რომელიც საერთაშორისო სააგენტო Reuters-ში მუშაობდა და 25 წლის განმავლობაში, მოვლენებს როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ აშუქებდა. ამასთან ერთად კი, იგი კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელისა და უფროსი კორესპონდენტის პოზიციებს იკავებდა.


შეხვედრის ფარგლებში, ტრენერმა მონაწილეებს ახალი ამბების გაშუქების, რეპორტინგის, ინტერვიუს მომზადების, ასევე ბიზნესისა და ეკონომიკის თემების გაშუქების შესახებ, მისი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა. სემინარის დასასრულს, მედიააკადემიამ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.


შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიის წარმომადგენლებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს სრულიად უფასოდ, უკვე მეექვსე წელია სთავაზობს.


  • 0
  • 1652
0 Comments