კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორდღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარს ჟურნალისტი მაკა ანთიძე გაუძღვა, რომელსაც მედიის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი Reuter-ის კავკასიის ბიუროში ხელმძღვანელისა და უფროსი კორესპონდენტის თანამდებობებს იკავდებდა, ხოლო მანამდე, Associated Press-ის კორესპონდეტი იყო.
შეხვედრის ფარგლებში, მაკა ანთიძემ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამბის გადმოცემის, რეპორტინგის, ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერის ტექნიკის შესახებ. ამასთან ერთად კი, თეორიული და პრაქტიკული მაგალითებით, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა საგანგებო სიტუაციების, ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეების გაშუქების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიის წარმომადგენლებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს, მეხუთე წელია, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს სთავაზობს.
ComCom-ის მედიააკადემიამ ჟურნალისტები ამბის უსაფრთხოდ გაშუქებაში გადაამზადა
12 ივნისი 2023კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორდღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარს ჟურნალისტი მაკა ანთიძე გაუძღვა, რომელსაც მედიის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი Reuter-ის კავკასიის ბიუროში ხელმძღვანელისა და უფროსი კორესპონდენტის თანამდებობებს იკავდებდა, ხოლო მანამდე, Associated Press-ის კორესპონდეტი იყო.