ყვითელი ვერსია
  • 1
  • 1680

ComCom-ის მედიააკადემიაში არჩევნების გაშუქების შესახებ ნინო შუბლაძის სემინარი ჩატარდა

08 ოქტომბერი 2024

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „როგორ აშუქებს ახალი ამბების რედაქცია არჩევნებს“ ჩატარდა. შეხვედრას „რუსთავი 2“-ის ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი და წამყვანი ნინო შუბლაძე გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს პოლიტიკური სიახლეების გაშუქების შესახებ საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა.

სემინარის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი თემები როგორებიცაა არჩევნების გაშუქების სტრატეგია, ინფორმაციის სიზუსტის დაცვა, ასევე, რესპოდენტთან მუშაობა და ფაქტების გადამოწმების საუკეთესო პრაქტიკა. ამასთან ერთად, ნინო შუბლაძემ ისაუბრა იმ ეთიკურ სტანდარტებზე, რომლითაც ჟურნალისტმა უნდა იხელმძღვანელოს არჩევნების გაშუქების პროცესში და იმსჯელა თუ როგორ განსხვავდება ჟურნალისტის სამუშაო პროცესი არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ პერიოდებში. შეხვედრის ბოლოს, მედიააკადემიამ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიის წარმომადგენლებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს უკვე მეექვსე წელია, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს სრულიად უფასოდ სთავაზობს.

  • 1
  • 1680
0 Comments