კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მედიით დაინტერესებული პირებისთვის, ბრენდმედიის შექმნისა და მისი კონცეფციის განსაზღვრის შესახებ ორდღიანი სემინარი „ბრენდმედია: შექმნისა და განვითარების სტრატეგიები“ ჩატარდა. შეხვედრას ჟურნალისტი და მედიასთან კომუნიკაციის სპეციალისტი, თეა სხიერელი უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა.
სემინარის ფარგლებში, განიხილებოდა თუ რას წარმოადგენს ბრენდის კონტენტი და ბრენდჟურნალისტიკა, ასევე, რა არის მათი ფუნქციები თუ ინსტრუმენტები და როგორ ხდება ბრენდმედიის წარმოება და დისტრიბუცია. ამასთან ერთად, მონაწილეები გაეცნენ ბრენდმედიის კონცეფციის შემუშავების მეთოდებს და სამუშაო რეჟიმში, ტრენერთან ერთად, ბრენდმედიისა და ბრენდჟურნალისტიკის წარმატებულ მაგალითებზე იმსჯელეს. შეხვედრების ბოლოს, მედიააკადემიამ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.
შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიის წარმომადგენლებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს უკვე მეექვსე წელია, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს სრულიად უფასოდ სთავაზობს.
ComCom-ის მედიააკადემიაში ბრენდმედიის შესახებ თეა სხიერელის სემინარი ჩატარდა
04 ივლისი 2024კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მედიით დაინტერესებული პირებისთვის, ბრენდმედიის შექმნისა და მისი კონცეფციის განსაზღვრის შესახებ ორდღიანი სემინარი „ბრენდმედია: შექმნისა და განვითარების სტრატეგიები“ ჩატარდა. შეხვედრას ჟურნალისტი და მედიასთან კომუნიკაციის სპეციალისტი, თეა სხიერელი უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა.