კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის “მასტერკლასს” ონლაინ ლექციების კიდევ ერთი სერია დაემატა, რომლის ავტორი ტელეწამყვანი და სამხედრო რეპორტიორი, დავით კაკულიაა. მასტერკლასი განკუთვნილია საგანგებო სიტუაციების გაშუქებითა და რეპორტიორობით დაინტერესებული ადამიანებისთვის. მასტერკლასი მედიააკადემიის იუთუბ არხზე, სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი.
საავტორო ლექციების ფარგლებში, დავით კაკულია მაყურებელს იმ მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა მოვლენის გაშუქებით აქვს მიღებული. კერძოდ, ავტორი იხსენებს კონკრეტულ ეპიზოდებს ბრძოლის ველზე თუ სხვა საგანგებო სიტუაციებიდან და მიმოიხილავს მსგავს ვითარებებში, ამბის უკეთ გასაშუქებლად რეპორტიორისთვის გასათვალისწინებელ მნიშვნელოვან ნიუანსებს. ამასთან ერთად, განიხილავს იმ შეცდომებსაც, რომლებსაც ჟურნალისტები ყველაზე ხშირად უშვებენ. ონლაინ ლექციების ფარგლებში, მსმენელი ასევე გაეცნობა თუ როგორ შეიცვალა მედიისთვის უსაფრთხოების ნორმები საბრძოლო ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად.
მედიააკადემიის “მასტერკლასი” დავით კაკულიასთან ერთად, მედიის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე 13 ავტორის ლექციებს აერთიანებს. მათ შორის არიან: პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე, პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, ჟურნალისტი ეკა ბერიძე, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი თამთა სანიკიძე, ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი, ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილი, პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია, ჟურნალისტი მაკა ანთიძე, ასევე, ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე და BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერი, ნათია აბრამია.
შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიით დაინტერესებულ ადამიანებს უკვე მეორე წელია, “მასტერკლასით” აძლევს შესაძლებლობას, პროფესიონალი ავტორებისგან ისწავლონ ყველაფერი, რაც მაღალი ხარისხის მედია პროდუქტის მომზადებას სჭირდება. ონლაინ ლექციებს კი, დაწყების დღიდან, უკვე ორ მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ნახვა აქვს.
ComCom-ის მედიააკადემიაში დავით კაკულიას მასტერკლასი დაიწყო
22 იანვარი 2024კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის “მასტერკლასს” ონლაინ ლექციების კიდევ ერთი სერია დაემატა, რომლის ავტორი ტელეწამყვანი და სამხედრო რეპორტიორი, დავით კაკულიაა. მასტერკლასი განკუთვნილია საგანგებო სიტუაციების გაშუქებითა და რეპორტიორობით დაინტერესებული ადამიანებისთვის. მასტერკლასი მედიააკადემიის იუთუბ არხზე, სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი.