ყვითელი ვერსია
  • 0
  • 1002

ComCom-ის მედიააკადემიაში საგანგებო მოვლენების გაშუქების პრაქტიკული კურსი ჩატარდა

21 ოქტომბერი 2024

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „საგანგებო მოვლენების გაშუქება და უსაფრთხოების სტანდარტი“ ჩატარდა. შეხვედრას ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი და უსაფრთხოების ექსპერტი, ირაკლი ანდრონიკაშვილი უძღვებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს.

ორდღიან პრაქტიკულ კურსზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა საგანგებო მოვლენების უსაფრთხოდ გაშუქების სტრატეგიები; მედიის წარმომადგენლების მიერ საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას ხშირად დაშვებული შეცდომები; უცხო გარემოში მუშაობისას უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები და მგზავრობისას გასათვალისწინებელი საკითხები. საგულისხმოა, რომ სემინარი თეორიული ნაწილის გარდა, მოიცავდა აქტივობებსაც, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ სავალდებულო ტექნიკურ აღჭურვილობას და იმ პრაქტიკულ დეტალებს, რომელთა ცოდნაც საგანგებო მოვლენების გაშუქებისას ესაჭიროებათ. შეხვედრის დასასრულს, მედიააკადემიამ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიის წარმომადგენლებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს უკვე მეექვსე წელია, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს სრულიად უფასოდ სთავაზობს.

  • 0
  • 1002
0 Comments