ყვითელი ვერსია
  • 0
  • 486

ComCom-ის მედიააკადემიაში სემინარი „როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები“ ჩატარდა

03 თებერვალი 2026

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის კულტურის სფეროს გაშუქების შესახებ ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძის სემინარი ჩატარდა.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში ტელეწამყვანმა მონაწილეებს 15 წლიანი გამოცდილება გაუზიარა და მათთან ერთად პრაქტიკული მაგალითები განიხილა. გარდა ამისა, სემინარის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კულტურის სფეროს გაშუქების თავისებურებებზე და იმ უნარებზე, რომლებიც ამ დარგში მომუშავე ჟურნალისტებს მაღალი კონკურენციის პირობებში სჭირდებათ. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა კულტურული მოვლენების სწორად მიწოდებისა და ხარისხიანი მასალის მომზადების მეთოდები.

შეხვედრის დასასრულს, ყველა მონაწილეს მედიააკადემიისგან სერტიფიკატი გადაეცა.


  • 0
  • 486
0 Comments