ყვითელი ვერსია
  • 1
  • 1854

ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის რუსუდან გორგილაძის სემინარი ჩატარდა

26 თებერვალი 2024

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „პროპაგანდისტული ხერხები: საქართველო გერმანულენოვან მედიაში“ ჩატარდა. შეხვედრას ფსიქოლოგი, ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი და ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი - რუსუდან გორგილაძე უძღვებოდა, რომელიც ჰარვარდში ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის მეცნიერი, ასევე, ევროკავშირისა და საქართველოს შორის პარტნიორობის სახელმწიფო დელეგაციის წევრი იყო.

სემინარის ფარგლებში, გერმანულენოვან მედიაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით, განხილული იყო პროპაგანდის ფორმები და ხერხები. მონაწილეები ასევე გაეცნენ დეზინფორმაციისა თუ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა მაგალითს და იმ შედეგებს, რომლებიც აღნიშნული ტიპის ინფორმაციების გავრცელებას მოჰყვა. სემინარის დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიის წარმომადგენლებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს, მეხუთე წელია, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს სთავაზობს.

  • 1
  • 1854
0 Comments