ყვითელი ვერსია
  • 0
  • 1636

ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი „იუმორი და იუმორისტული ფორმატები” ჩატარდა

12 თებერვალი 2024

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „იუმორი და იუმორისტული ფორმატები“ ჩატარდა, რომელსაც პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე და ტელეწამყვანი ირაკლი ვახტანგიშვილი უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე განხილული იყო, თუ რა არის იუმორი და რამდენადაა შესაძლებელი მისი სწავლა ისე, როგორც რომელიმე საგნის ან სპორტის სახეობის. სემინარის ფარგლებში, მონაწილეები ასევე გაეცნენ იუმორის ძირითად ფორმებსა და ფორმულებს, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია ხუმრობის მოფიქრება. გარდა ამისა, ტრენერებმა პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, იუმორისტული ფორმატის შექმნის მთავარი წესები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია მედიის მხარდაჭერისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვან სემინარებსა და ლექციებს უკვე მეხუთე წელია ატარებს.


  • 0
  • 1636
0 Comments