ყვითელი ვერსია
  • 0
  • 505

გიორგი ხაბურზანიას მასტერკლასი

29 მარტი 2022

მედიააკადემია წარმოგიდგენთ ტელეპროდიუსერ გიორგი ხაბურზანიას მასტერკლასს.
ყველას, ვინც ჟურნალისტიკითაა დაინტერესებული და სურვილი აქვს იცოდეს, როგორ იქმნება მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტი, მედიასკოლა აძლევს შესაძლებლობას უფასოდ, ონლაინ რეჟიმში პროფესიონალი პროდიუსერის სალექციო კურსით მიიღოს ცოდნა.


მის შემოქმედებაშია საქართველოს ყველაზე პოპულარი ტელეგადაცემები, როგორებიცაა: "საქართველოს ვარსკვლავი", "მასტერშეფი" , "ნიჭიერი" და ა.შ.

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის ონლაინ მასტერკლასი 2020 წელს დაიწყო და მაყურებელს სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას წარმატებული და პროფესიონალი ავტორებისგან ონლაინ ლექციებით ისწავლონ ყველაფერი, რაც ზოგადად მედიას, მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მომზადებასა და პროფესიონალ ჟურნალისტს სჭირდება.

მედიააკადემიის მთავარი ამოცანა ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა.

მასტერკლასის კონტენტი მედიააკადემიის იუთუბ არხზე განთავსდება.

გიორგი ხაბურზანია
  • 0
  • 505
0 Comments