ყვითელი ვერსია
  • 4
  • 62077

"მედიასკოლის სტუდიამ" ახალი ნაკადის მიღება დაიწყო

27 ოქტომბერი 2026

გაინტერესებს ჟურნალისტიკა? გინდა მედიაში მუშაობა?

ნებისმიერი პროფესიის ადამიანს გეძლევათ შანსი, შეიძინოთ მედიაში მუშაობისთვის აუცილებელი უნარები.
გაქვს ბაკალავრის ხარისხი ან ხარ II-III - IV კურსის სტუდენტი?

მაშინ ComCom-ის მედიააკადემია გიწვევთ 4-თვიან ინტენსიურ, უფასო კურსებზე ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს. ისწავლე ჟურნალისტიკა ნიუსრუმში!

მედიასკოლის სტუდია დაფუძნებულია პრაქტიკულ სწავლებაზე.

4 თვის განმავლობაში მონაწილეები მოამზადებენ გადაცემებს, რადიო და სატელევიზიო სიუჟეტებს და შექმნიან საკუთარი მედიაპორტფოლიოს.

თქვენ შეისწავლით:

ახალი ამბების თხრობას;
სატელევიზიო და რადიო სიუჟეტებისა, გადაცემების მომზადებას;
ინტერვიუს ხელოვნებას;
ვიდეოგადაღებას და მონტაჟს;
სოციალურ მედია მარკეტინგს.


სწავლის დასრულებისას აკადემია რეკომენდაციას გაუწევს კურსდამთავრებულებს მომავალ დამსაქმებლებთან;
მიმდინარე მონაცემებით, კურსდამთავრებულთა 85% უკვე დასაქმებულია!

გადალახე სამეტაპიანი კონკურსი და ისწავლე უფასოდ პრაქტიკოსი მედიაპროფესიონალებისგან!


კონკურსი მოიცავს:

I ეტაპი: განაცხადების მიღება - 10 ნოემბრის ჩათვლით.
II ეტაპი: გასაუბრება - 12-13 ნოემბერი (ჩატარდება მედიასკოლის სტუდიაში).

❗ საბუთების მიღება 16 ნოემბერი


კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე (2026 წლის 16 ნოემბერი - 26 მარტი)
❗ სასწავლო პერიოდი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9-დან 18 საათამდე.
მისამართი: მედიასკოლის სტუდია - დიღომი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ. 1


შეავსე განაცხადი : რეგისტრაცია
❗ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამოტივაციო წერილს.

  • 4
  • 62077
0 Comments