ყვითელი ვერსია
  • 2
  • 8230

მედიააკადემია მაყურებელს ტელეწამყვან ნიკა წულუკიძის მასტერკლასს სთავაზობს

28 დეკემბერი 2022

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ თეატრმცოდნესა და ტელეწამყვან ნიკა წულუკიძის მასტერკლასი დაიწყო. როგორ უნდა გაშუქდეს კულტურის ამბები და რა თავისებურება ახასიათებს აღნიშნულ სფეროს - ნიკა წულუკიძე სალექციო კურსით დაინტერესებულ ადამიანებს მრავალწლიან სატელევიზიო გამოცდილებას უზიარებს. მისი მასტერკლასი ჟურნალისტებს ტელევიზიაში საკუთარი სახასიათო მიმართულების დამკვიდრებაში დაეხმარება. ვიდეო ლექციებში ავტორი ბევრ საინტერესო ნიუანსზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მომუშავე ჟურნალისტებსა თუ სტუდენტებს ძალიან გამოადგებათ. იხსენებს საინტერესო ისტორიებს ჟურნალისტური პრაქტიკიდან და მათ ვინც ახლა იწყებს სფეროს შეცნობას, პრაქტიკულ რჩევებს აძლევს.

უკვე დღეიდან ნიკა წულუკიძის მასტერკლასი, რომელიც ხუთ ონლაინ ლექციას მოიცავს, მედიააკადემიის იუთუბ არხზეა ხელმისაწვდომი.

მედიააკადემია ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ადამიანებს უკვე ორი წელია სრულიად უფასოდ, ონლაინ მასტერკლასით აძლევს შესაძლებლობას წარმატებული და პროფესიონალი ავტორებისგან ისწავლონ ყველაფერი, რაც ზოგადად მედიას, მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მომზადებასა და პროფესიონალ ჟურნალისტს სჭირდება. მასტერკლასის პირველი და მეორე ციკლი 8 ავტორის, მათ შორის ჟურნალისტის ეკა ბერიძის, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილის, ჟურნალისტის თამთა სანიკიძის, ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილის, ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილის, მედია მენეჯერის გიორგი ხაბურზანიასა, ჟურნალისტ მაკა ანთიძისა და ნათია აბრამიას ონლაინ ლექციებს მოიცავს. მასტერკლასის ონლაინ ლექციებს დაწყების დღიდან ჯამურად მილიონ სამასი ათასზე მეტი ნახვა აქვს.

  • 2
  • 8230
0 Comments