ყვითელი ვერსია
  • 0
  • 2103

მედიააკადემია „მასტერკლასს“ გიორგი ხაბურზანიას ლექციებით აგრძელებს

04 აპრილი 2022

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემია „მასტერკლასს“ გიორგი ხაბურზანიას ონლაინ ლექციებით აგრძელებს. გიორგი ხაბურზანია 22 წელია მედიამენეჯერი და პროდუსერია. ის წლებია ყველაზე პოპულარული ქართული მეგაშოუების "ნიჭიერის", "მასტერშეფის", "საქართველოს ვარსკვლავის" მთავარი პროდიუსერია. ყველას, ვისაც აინტერესებს, როგორ იქმნება მეგაშოუები და მაღალი ხარისხის სატელევიზო პროდუქტი, მედიასკოლა აძლევს შესაძლებლობას უფასოდ, ონლაინ ლექციებით პროფესიონალი მედიამეჯერისა და პროდუსერის გიორგი ხაბურზანიას სალექციო კურსით მიიღოს ეს ცოდნა.


დღეიდან გიორგი ხაბურზანიას მასტერკლასი მედიააკადემიის იუთუბ არხზეა ხელმისაწვდომი, 8 ონლაინ ლექცია მოგცემთ შესაძლებლობას, გაეცნოთ ქართული მეგა შოუების შექმნის ისტორიას და მიიღოთ ცოდნა ყველაზე გამოცდილი პროდუსერისგან.


გიორგი ხაბურზანიას სალექციო კურსი ისეთ მნიშვნელოვან თემებს ეხება, როგორიცაა ქართული შოუს ინდუსტრიის განვითარება, პროდუსინგი, მონტაჟი და პროდაქშენი. გიორგი ხაბურზანია მასტერკლასით დაინტერესებულ მსმენელებს მრავალწლიან გამოცდილებას უზიარებს და აწვდის ინფორმაციას, იმის შესახებ თუ როგორ გაკეთდა პირველი მეგაშოუ საქართველოში, რა გზა გაიარა ქართული სატელევიზიო შოუს ინდუსტრიამ, როგორ კეთდება ყველაზე პოპულარული მეგაშოუ და რა უნარებია საჭირო ხარისხიანი პროექტებისა და გადაცემების მოსამზადებლად. მასტერკლასში დეტალურადაა ახსნილი ყველა ეტაპი- შოუს დაგეგმვიდან მის საბოლოო პროდუქტად შექმნამდე, მათ შორის გიორგი ხაბურზანია დეტალურად მოგიყვებათ ამ სფეროში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებზე.


მედიააკადემია ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ადამიანებს უკვე ორი წელია სრულიად უფასოდ, ონლაინ მასტერკლასით აძლევს შესაძლებლობას წარმატებული და პროფესიონალი ავტორებისგან ისწავლონ ყველაფერი, რაც ზოგადად მედიას, მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მომზადებასა და პროფესიონალ ჟურნალისტს სჭირდება. მასტერკლასის პირველი ციკლი ოთხი ავტორის, ჟურნალისტის ეკა ბერიძის, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილის, ჟურნალისტის თამთა სანიკიძის და ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილის 30 სალექციო კურსს მოიცავდა. მეორე კურსი კი, ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილის 6 ონლაინ ლექციით დაიწყო. მასტერკლასის ონლაინ ლექციებს დაწყების დღიდან ჯამურად 900 ათასზე მეტი ნახვა აქვს


მასტერკლასი განსხვავებულია იმითაც, რომ ყველა დაინტერესებულ პირს აქვს წვდომა ონლაინ ლექციებზე - ეს არის მომხმარებელზე მორგებული პლატფორმა, რომლის მოსმენა და ყურება ნებისმიერ დროსა და ადგილასაა შესაძლებელი.

გიორგი ხაბურზანია
  • 0
  • 2103
0 Comments