ყვითელი ვერსია
  • 0
  • 1512

მედიააკადემიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩაატარა

05 ოქტომბერი 2022

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებისთვის, პროდიუსერებისთვის და ტელეწამყვანებისთვის სემინარი ჩაატარა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე მიაწოდა ინფორმაცია. მედიის წარმომადგენლები ასევე ეროვნული ბანკის ფუნქციებს, სატრუქტურასა და ამოცანებს გაეცნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ინფლაცია, ვალუტის კურსი, საპროცენტო განაკვეთები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.


გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის როლი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, მედიააკადემიამ ჟურნალისტებს მისცა შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნა. სასწავლო პროცესის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ყველა საინტერესო კითხვაზე მიიღეს პასუხი, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარებათ.

  • 0
  • 1512
0 Comments