ყვითელი ვერსია
  • 0
  • 1172

მედიასკოლამ ჟურნალისტებს უსაფრთხოების კურსი ჩაუტარა

01 სექტემბერი 2022

„უსაფრთხოების კურსი ჟურნალისტებისთვის“ - კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლამ მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ჟურნალისტები მიტინგებისა და დემონსტრაციების უსაფრთხოდ გაშუქების მიმართულებით გადამზადდნენ. სასწავლო სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია, როგორ მიაწოდონ საზოგადოებას სრულფასოვანი ინფორმაცია დემონსტრაციებისა და სამხედრო კონფლიქტების გაშუქებისას ისე, რომ მათ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს.

ორი დღის მანძილზე ჟურნალისტებმა ფოტოჟურნალისტ დავით მძინარიშვილთან და ჟურნალისტ მაკა ანთიძესთან ერთად იმუშავეს. ტრენინგი თეორიულის გარდა პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა. ტრენერებმა ჟურნალისტებთან ერთად ის შეცდომები განიხილეს, რასაც მედია საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას უშვებს და მონაწილეებს დაძაბულ გარემოში უსაფრთხოდ მუშაობისთვის სავალდებულო ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

  • 0
  • 1172
0 Comments