ყვითელი ვერსია
  • 35
  • 4017

მედიასკოლის სტუდია

15 იანვარი 2025


გაინტერესებს ჟურნალისტიკა? გინდა მედიაში მუშაობა?

Ნებისმიერი პროფესიის ადამიანს გეძლევათ შანსი, შეიძინოთ მედიაში მუშაობისთვის აუცილებელი უნარები.
გაქვს ბაკალავრის ხარისხი ან ხარ III-IV კურსის სტუდენტი?

მაშინ ComCom-ის მედიააკადემია გიწვევთ 4-თვიან ინტენსიურ, უფასო კურსებზე ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს. ისწავლე ჟურნალისტიკა ნიუსრუმში!

Მედიასკოლის სტუდია დაფუძნებულია პრაქტიკულ სწავლებაზე.

4 თვის განმავლობაში მონაწილეები მოამზადებენ გადაცემებს, რადიო და სატელევიზიო სიუჟეტებს და შექმნიან საკუთარი მედიაპორტფოლიოს.

თქვენ შეისწავლით:

ახალი ამბების თხრობას;
სატელევიზიო და რადიო სიუჟეტებისა, გადაცემების მომზადებას;
ინტერვიუს ხელოვნებას;
ვიდეოგადაღებას და მონტაჟს;
ფროდაქშენს და პროგრამირებას;
სოციალურ მედია მარკეტინგს;
მულტიმედია ფორმატებზე მუშაობას.


სწავლის დასრულებისას აკადემია რეკომენდაციას გაუწევს კურსდამთავრებულებს მომავალ დამსაქმებლებთან;

გადალახე სამეტაპიანი კონკურსი და ისწავლე უფასოდ პრაქტიკოსი მედიაპროფესიონალებისგან!

კონკურსი მოიცავს:
I ეტაპი: განაცხადების მიღება;
II ეტაპი: წერითი ტესტი;
III ეტაპი: ზეპირი გასაუბრება და სატესტო ვიდეოჩაწერა;
განაცხადების მიღება გრძელდება 16 თებერვლამდე;
წერითი ტესტირება ჩატარდება: 18 თებერვალს, მედიააკადემიაში
Ზეპირი გასაუბრება: 24-25 თებერვალი, მედიააკადემია.
საბუთების მიღება: 27-28 თებერვალი
კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე (2025 წლის 4 მარტი - 27 ივნისი).
ასწავლო პერიოდი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9-დან 18 საათამდე.

მისამართი: მედიასკოლის სტუდია- ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ.50/18.

შეავსე განაცხადი - რეგისტრაცია
!განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამოტივაციო წერილს.


  • 35
  • 4017
0 Comments