ყვითელი ვერსია
  • 9
  • 135918

მედიასკოლის სტუდია

22 აგვისტო 2025

❗ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მედიასკოლის სტუდიაში რეგისტრაცია კიდევ ერთხელ გაიხსნა და დამატებით მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში იქნება აქტიური, გაეცანი დეტალებს და დარეგისტრირდი.

გაინტერესებს ჟურნალისტიკა? გინდა მედიაში მუშაობა?

Ნებისმიერი პროფესიის ადამიანს გეძლევათ შანსი, შეიძინოთ მედიაში მუშაობისთვის აუცილებელი უნარები.
გაქვს ბაკალავრის ხარისხი ან ხარ III-IV კურსის სტუდენტი?

მაშინ ComCom-ის მედიააკადემია გიწვევთ 4-თვიან ინტენსიურ, უფასო კურსებზე ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს. ისწავლე ჟურნალისტიკა ნიუსრუმში!

Მედიასკოლის სტუდია დაფუძნებულია პრაქტიკულ სწავლებაზე.

4 თვის განმავლობაში მონაწილეები მოამზადებენ გადაცემებს, რადიო და სატელევიზიო სიუჟეტებს და შექმნიან საკუთარი მედიაპორტფოლიოს.

თქვენ შეისწავლით:

ახალი ამბების თხრობას;
სატელევიზიო და რადიო სიუჟეტებისა, გადაცემების მომზადებას;
ინტერვიუს ხელოვნებას;
ვიდეოგადაღებას და მონტაჟს;
სოციალურ მედია მარკეტინგს.


სწავლის დასრულებისას აკადემია რეკომენდაციას გაუწევს კურსდამთავრებულებს მომავალ დამსაქმებლებთან;

გადალახე სამეტაპიანი კონკურსი და ისწავლე უფასოდ პრაქტიკოსი მედიაპროფესიონალებისგან!

კონკურსი მოიცავს:

I ეტაპი: განაცხადების მიღება: 1-ლი სექტემბრის ჩათვლით;
II ეტაპი: წერითი ტესტი და გასაუბრება: 3 სექტემბერი (ჩატარდება მედიასკოლის სტუდიაში).

საბუთების მიღება 4 სექტემბერი.


კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე (2025 წლის 8 სექტემბერი - 26 დეკემბერი).
❗ Სასწავლო პერიოდი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9-დან 18 საათამდე.
მისამართი: მედიასკოლის სტუდია- ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ.50/18.


შეავსე განაცხადი - რეგისტრაცია
განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამოტივაციო წერილს.

  • 9
  • 135918
0 Comments