ყვითელი ვერსია
  • 8
  • 14528

მედიასკოლის სტუდია

17 ივნისი 2024

გაინტერესებს ჟურნალისტიკა? გინდა მედიაში მუშაობა?

ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ვაძლევთ შანსს, შეიძინოს მედიაში მუშაობისთვის აუცილებელი უნარები.


გაქვს ბაკალავრის ხარისხი ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი?

ისწავლე ჟურნალისტიკა ნიუსრუმში!


ComCom-ის მედიააკადემია გიწვევთ 4-თვიან ინტენსიურ, უფასო კურსებზე ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს.

მედიასკოლის სტუდია დაფუძნებულია პრაქტიკულ სწავლებაზე.

4 თვის მანძილზე, მონაწილეები მოამზადებენ გადაცემებს, რადიო და სატელევიზიო სიუჟეტებს, რომ შექმნან საკუთარი მედიაპორტფოლიო.


აკადემია რეკომენდაციას გაუწევს კურსდამთავრებულებს მომავალ დამსაქმებლებთან;


თქვენ შეისწავლით:

ახალი ამბების თხრობას;

სატელევიზიო და რადიოსიუჟეტების, გადაცემების მომზადებას;

ინტერვიუს ხელოვნებას;

ვიდეოგადაღებას და მონტაჟს;

ფროდაქშენს და პროგრამირებას;

მულტიმედია ფორმატებზე მუშაობას.


გადალახე სამეტაპიანი კონკურსი და ისწავლე უფასოდ პრაქტიკოსი მედიაპროფესიონალებისგან!


კონკურსი მოიცავს:

I ეტაპი: განაცხადების მიღება (რეგისტრაცია)

II ეტაპი: წერითი ტესტი;

III ეტაპი: ზეპირი გასაუბრება.


განაცხადების მიღება გრძელდება 17 ივლისამდე;

წერითი ტესტირება ჩატარდება: 22 ივლისს, მედიააკადემიაში;

ზეპირი გასაუბრება: 25-26 ივლისს, მედიააკადემიაში;

კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე (2024 წლის 9 სექტემბერი - 27 დეკემბერი).


სასწავლო პერიოდი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 10-დან 18 საათამდე.

შეავსე განაცხადი - რეგისტრაცია
!
განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამოტივაციო წერილს.


  • 8
  • 14528
0 Comments