ყვითელი ვერსია
  • 3
  • 60657

მედიასკოლის სტუდია 2026

18 დეკემბერი 2025

გაინტერესებს ჟურნალისტიკა? გინდა მედიაში მუშაობა?

ნებისმიერი პროფესიის ადამიანს გეძლევათ შანსი, შეიძინოთ მედიაში მუშაობისთვის აუცილებელი უნარები.
გაქვს ბაკალავრის ხარისხი ან ხარ II-III - IV კურსის სტუდენტი?

მაშინ ComCom-ის მედიააკადემია გიწვევთ 4-თვიან ინტენსიურ, უფასო კურსებზე ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს. ისწავლე ჟურნალისტიკა ნიუსრუმში!

მედიასკოლის სტუდია დაფუძნებულია პრაქტიკულ სწავლებაზე.

4 თვის განმავლობაში მონაწილეები მოამზადებენ გადაცემებს, რადიო და სატელევიზიო სიუჟეტებს და შექმნიან საკუთარი მედიაპორტფოლიოს.

თქვენ შეისწავლით:

ახალი ამბების თხრობას;
სატელევიზიო და რადიო სიუჟეტებისა, გადაცემების მომზადებას;
ინტერვიუს ხელოვნებას;
ვიდეოგადაღებას და მონტაჟს;
სოციალურ მედია მარკეტინგს.


სწავლის დასრულებისას აკადემია რეკომენდაციას გაუწევს კურსდამთავრებულებს მომავალ დამსაქმებლებთან;
მიმდინარე მონაცემებით, კურსდამთავრებულთა 85% უკვე დასაქმებულია!

გადალახე სამეტაპიანი კონკურსი და ისწავლე უფასოდ პრაქტიკოსი მედიაპროფესიონალებისგან!


კონკურსი მოიცავს:

I ეტაპი: განაცხადების მიღება- 5 მარტის ჩათვლით.
II ეტაპი: წერითი ტესტი - 9-10 მარტი (ჩატარდება მედიასკოლის სტუდიაში).
III ეტაპი: გასაუბრება - 11-12 მარტი (ჩატარდება მედიასკოლის სტუდიაში).

❗ საბუთების მიღება 14 მარტი


კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე (2026 წლის 16 მარტი - 17 ივლისი)
❗ სასწავლო პერიოდი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9-დან 18 საათამდე.
მისამართი: მედიასკოლის სტუდია- ლეხ კაჩინსკის 4.


შეავსე განაცხადი : რეგისტრაცია
❗ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამოტივაციო წერილს.

  • 3
  • 60657
0 Comments