ყვითელი ვერსია
  • 0
  • 1230

პროპაგანდა ომისა და მშვიდობიანობის დროს - მედიააკადემიის ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

22 მარტი 2022

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ჟურნალისტებისთვის ფსიქოლოგ რუსუდან გორგილაძის ტრენინგი ჩაატარა. სემინარის თემა ომისა და მშვიდობიანობის დროს პროპაგანდას, მისი გავრცელების გზებსა და მავნე ზეგავლენას ეხებოდა. ფსიქოლოგმა ჟურნალისტებს ისტორიული მაგალითების საფუძველზე გაუზიარა ცოდნა და ინფორმაცია, როგორ უნდა დაიცვან საზოგადოება საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომისგან.

ტრენერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა განსაკურებული როლი და გავლენა აქვს პროპაგანდას საომარი მოქმედებების დროს. ასევე განიხილეს, სიცრუის, როგორც მძლავრი პროპაგანდისტული იარაღის გამოყენების მაგალითები მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში. რუსუდან გორგილაძემ ჟურნალისტებს იმ ფსიქოლოგიურ ასპექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პროპაგანდის გავრცელების შედეგად დგება. ფსიქოლოგმა ვრცლად ისაუბრა ამ პროცესში მედიის როლზე და მედიის წარმომადგენლების მორალურ პროფესიულ ასპექტებზე. მან მედიის წარმომადგენლებს სიცრუისგან და პროპაგანდისგან საზოგადოების დასაცავად უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია და გზები გაუზიარა.

რუსუდან გორგილაძე განათლებით ფსიქოლოგია. ის იყო ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი და ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი. ასევე მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად. ასევე იყო ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის სახელმწიფო დელეგაციის წევრი. მონაწილეობდა ქართულ/ოსურ მოლაპარაკებებში როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო დელეგაციების შემადგენლობაში. იყო საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე.

  • 0
  • 1230
0 Comments